ალბას ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე იქნება გათვლილი
"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რათა ახალი შეთანხმება განეხილათ.
ალბას ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2020 წლამდე მოქმედებს. წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდე იქნება გათვლილი. ესპანელი მცველი "ბარსელონას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]