"ბარსელონა" "ბენფიკას" 5 მილიონს გადაუხდის

"ბარსელონა" "ბენფიკას" 5 მილიონს გადაუხდის

"ბარსელონას" ლისაბონის "ბენფიკასთვის" 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს მას შემდეგ, რაც ნელსონ სემედუ, კატალონიური გუნდის მაისურით, 50-ე შეხვედრას ჩაატარებს, ეს კი ძალიან მალე მოხდება.

პორტუგალიელი მარჯვენა მცველი "ბენფიკადან" "ბარსელონაში" 2017 წელს, 30.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, გარიგება 5-მილიონიან ბონუსსაც ითვალისწინებდა იმ შემთხვევისთის, თუ სემედუ კატალონიურ გუნდში 50 თამაშს ჩაატარებდა.

სემედუს ანგარიშზე უკვე 49 თამაშია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრის მიღწევამდე ერთი თამაშიღა დარჩა.

იმის გათვალისწინებით, რომ სერჟი რობერტო ტრავმირებულია და სემედუ "ბარსას" ერთადერთი ჯანმრთელი მარჯვენა მცველია, კატალონიელებს 5 მილიონის გადახდის ვალდებულება უკვე კვირას "ვილიარეალთან" გასამართი მატჩის შემდეგ უნდა წარმოეშვათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 30 ნოემბერი 2018 10:57
    3
    რას ამოიჩემეს ეს რობერტო, ვერც ჩამოყალიბებულან რომელი პოზიციის მოთამაშეა, მგონი თვითონაც არ იცის, საითაც მიაგდებენ იქ თამაშობს, ტრამვიანების ზამენაა და გაანებონ რა თავი სემედუს, მაგარი ბიჭია და უფრო მაგარი იქნებოდა მუდმივად რომ ეთამაშა თავის პოზიციაზე..ამ ახალგაზრდებს თვითონ არ აძლევენ განვითარების საშუალებას.. კოუტინიოსაც შეუწუხეს გული, თავის ადგილზე ნახ.დაცვაში არ ასვენებენ, წინ ვერ თამაშობს, რა უბედურება ხელმძღვანელობაა, მწვრთნელი ხო ნაგავსაყრელზეა გადასაგდები, გუნდი თამაშობს და იგებს მხოლოდ ძველი სასტავის კლასის ხარჯზე.. angry
    აქ რომ ეხლა გვარდი დაბრუნდეს მაგარ სასტავს გამოთლიდა ამ ახალგაზრდებისგან.. wink
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #3 30 ნოემბერი 2018 02:07
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ამ 5 მილიონის გამო თუ ახეხინეს ამას სკამი ოჯახში ყველა კაბიანი უნდა მიუცენზუროს კაცმა იმ ოთხთვალას

    კი მაგის გამო ახეხინებენ სკამს. წინა სეზონშიც დაჟმოტეს 5ლიმონი. 25ჯერ სასტარტოში რომ დაეწყო გადახდა უწევდათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ნოემბერი 2018 01:26
    1
    შარშან რა კარგად დაიწყო სეზონი სემედუმ, მარა... რა რა და როტაცია ვალვერდეს პლიუსი ნაღდად არაა. ახლა ბუსკეცის და ალბას ტრავმის შანსიც არაა დაბალი, რაც სეზონი დაიწყო არ დაუსვენიათ. + უმტიტი, რობერტო. ასე თუ გაგრძელდა სეზონის მეორე ნახევარს ისევ გადამწვარი შეხვდება გუნდი
    Arturo Vidal
    სტუმარი [?]
    #1 30 ნოემბერი 2018 01:12
    5
    ძალიან კლასნი მცველია. მე პირად რობერტოს მირჩევნია.