"ბარსელონა" 2:0 "რუბინი" - საინტერესო ფაქტები
მოგეხსენებათ გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, ყაზანის "რუბინთან" გამართა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელების წყალობით გუნდმა თათრები ანგარიშით, 2–0 დაამარცხა. აქ კი ამ შეხვედრის საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ:
► გუშინ ჩვენ მოედანზე "ჩემპიონთა ლიგის" სამი დებიუნტანტის, ფონტასის, ტიაგოსა და ბარტრას ხილვა შევძელით.
► ჯონათან დოს სანტოსს "ჩემპიონთა ლიგაზე" რამდენიმე წუთით უკვე ნათამაშები ქონდა. ეს შარშან მოხდა, როდესაც "ბარსამ" "ინტერი" ანგარიშით, 2–0 დაამარცხა, მაგრამ გუშინ მექსიკლი ახალგაზრდა ვარსკვლავი სასტარტო 11–ეულში პირველად მოხვდა.
► მოგეხსენებათ გუშინ გოლის გატანა შეძლო ვიქტორ ვასკესმა. მას გოლი "ჩემპიონთა ლიგაზე" აქამდეც ქონდა გატანილი. ეს 2008/09 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "ბარსა" დონეცსკის "შახტარს" ხვდებოდა.
► ანდრეუ ფონტასისთვის ეს პირველ გუნდში გატანილი პირველი გოლი გახლდათ. დღემდე მას "ბარსას" პირვლი გუნდის მაისურით 5 თამაში აქვს ჩატარებული.
► გუშინ, "რუბინის" წინააღმდეგ ჩვენ 10–ზე მეტი რეზერვის ფეხბურთელის ხილვა შევძელით.
► ხოსე მანუელ პინტო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. მან წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" უკვე მეორედ იასპარეზა. წლევანდელ სეზონში მან "ბარსას" კარი 4–ჯერ დაიცვა და არცერთი გოლი არ გაუშვია. 4–ივე შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა.
► ბუსკეტსი მთელი მატჩის განმავლობაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან მეტოქისთვის ბურთის ართმევა ყველაზე მეტჯერ, 15–ჯერ მოახერხა.
► ხერარდ პიკე, "ბარსას" მხრიდან, არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" ყველა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
► ეს კატალონიელებისთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაა, რაც მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. გუშინდელ შეხვედრაში "ბარსა ბ"–ს ვარსკვლავები მხოლოდ სამჯერ დაჯარიმდნენ.
► უკვე მეხუთე თამაშია, რაც "ბარსას" მეკარეები საკუთარი კარის შენახვას მშრალად ახერხებენ. ბოლოს "ბარსას" გოლი "ვილიარეალის" ერთ–ერთმა ფეხბურთელმა, ნილმარმა გაუტანა.
► ლეო მესიმ "ჩემპიონთა ლიგაში" თავისი ორმოცდამეათე შევედრა გამართა. ამ ტურნირზე მას 31–ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]