ჩავი ერნანდესი - მესამე ჩემპიონთა ლიგაზე
გუშინ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" "მილანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ გუშინდელ მატჩში დაფიქსირებულ რამდენმე საინტერესო ფაქტს:
- ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე 141-ე შეხვედრა ჩაატარა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჩატარებული მატჩიბის რაოდენობით მას მხოლოდ რაული (144) და რაიან გიგზი უსწრებენ (147).
- ბუსკეტსმა "ბლაუგრანას" მაისურით მეათე გოლი გაიტანა. 5 გოლი მან ლა ლიგაზე, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა.
- ბუსკეტსმა გუშინდელ შეხვედრაში მეტოქეს ბურთი 15ჯერ აართვა. ამ მაჩვენებლით ის პირველია, მას მასკერანო (10) და ადრიანო (10) მოსდევენ.
- ჩავი ერნანდესმა გუშინდელ შეხვედრაში 146 გადაცემა გააკეთა და ჯამში 11 410 მეტრი დაფარა.
- "ბარსელონას" ფეხბურთელებმა სამი და მეტი გოლის გატანა 18-დან 9 შეხვედრაში მოახერხეს.
- "აიაქსთან" შესრულებული ჰეთ-თრიკს შემდეგ, ლეო მესისიმ ერთ გოლზე მეტი პირველად გაიტანა.
- სერხიო ბუსკეტსმა და ვიქტორ ვალდესმა ექვსივე შეხვერდაში პირველივე წუთებიდან ითამაშეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]