ლეო მესიმ უსმან დემბელე შეაქო
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ "ესპანიოლთან" გამართული მატჩის (0:4) შემდეგ უსმან დემბელე შეაქო, რომელმაც კატალონიურ დერბიში თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"დემბელე ძალიან კარგია. მას თამაში უნდა. უსმანმა "ესპანიოლთან" კარგი შეხვედრა ჩაატარა, გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩვენ ის გვჭირდება." - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.
დემბელემ რომ ბოლო დროს აშკარად მოუმატა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. 21 წლის ფრანგმა შემტევმა ბოლო 8 თამაშში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 ბურთი და 5 საგოლე გადაცემა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]