ერნესტო ვალვერდე: "ტოტენჰემთან" მოსაგებად ვითამაშებთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ლონდონის "ტოტენჰემთან" მოახლოებულ მატჩზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში დაუპირისპირდებიან. კატალონიელებისთვის მოგება არაფერს წყვეტს, ლონდონელებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.
"ამ ტურნირს პატივს ვცემთ, ამიტომ მოსაგებად ვითამაშებთ. შემადგენლობა ჯერ არ გადამიწყვეტავს. ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებ, რათა გავიმარჯვოთ."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]