ოფიციალურად: "ბარსელონა" "ჟირონასთან" მატჩს აშშ-ში არ ჩაატარებს

ოფიციალურად: "ბარსელონა" "ჟირონასთან" მატჩს აშშ-ში არ ჩაატარებს

"ბარსელონა" ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩს, "ჟირონას" წინააღმდეგ, მაიამიში არ ჩაატარებს, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

პრიმერას ხელმძღვანელობამ აშშ-ში მატჩის გამართვა დაამტკიცა, მაგრამ მის წინააღმდეგ ფიფა, უეფა, ფეხბურთელთა პროფკავშირი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდნენ.

"ბარსელონას" მაიამიში თამაში კვლავ სურს, მაგრამ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის შეთანხმება ჯერ არ იქნება მიღწეული, ეს შეუძლებელია." - წერია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" განცხადებაში.

ამგვარად, მატჩი "ჟირონა" - "ბარსელონა" ჟირონაში, სტადიონ "მუნისიპალ დე მონტილივიზე", 2019 წლის 27 იანვარს შედგება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 დეკემბერი 2018 07:19
    1
    ხაან კაი მე კმაყოფილივარ სხვისი აზრი მე მაგალითად არმაინტერესებს :)
    Barcelona 2002
    სტუმარი [?]
    #1 11 დეკემბერი 2018 04:45
    0
    ეე მაგრა გამიტყდა