"ინტერმა" შანსი ვერ გამოიყენა
"ბარსელონა"-"ტოტენჰემის" მატჩის პარალელურად, "სან სიროზე" მილანის "ინტერმა" "ეინდჰოვენს" უმასპინძლა. პსვ ჯგუფში ბოლო პოზიციისთვის განწირული იყო, "ინტერს" კი, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, "ტოტენჰემზე" უკეთესი შედეგის ჩვენება ჭირდებოდა.
სტუმრები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-13 წუთზე, თავი ირვინგ ლოსანომ გამოიჩინა. ამის შემდეგ, უპირატესობას ლუჩანო სპალეტის გუნდი დაეუფლა, თუმცა მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლით (მაურო იკარდი, 73') პასუხი მოახერხეს.
შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ უმოტივაციო "ბარსასთან" "ტოტენჰემმა" ქულები დაკარგა, "ინტერმა" უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო და ჯგუფში ჩარჩა. სეზონის მეორე ნახევრიდან, იტალიელები ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.
ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა ასეთია: პირველ ადგილზე "ბარსელონაა" 14 ქულით, "ტოტენჰემმა" და "ინტერმა" 8-8 ქულა და ერთნაირი ბურთების სხვაობა დააგროვეს და ლონდონურმა კლუბმა მეტოქეს მეტი გატანილი გოლის გამო აჯობა, პსვ-მ კი მე-4 ადგილი 2 ქულით დაიკავა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]