"ბარსელონა" ფერლან მენდით ინტერესდება
კატალონიის "ბარსელონა" "ლიონის" მარცხენა მცველის, ფერლან მენდის შეძენის ვარიანტს განიხილავს.
როგორც France Football იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 23 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ "ავრში" თამაშის დროიდან აკვირდებიან. ფრანგის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი, შესაძლოა, შემდეგ ზაფხულში შედგეს.
მიმდინარე სეზონში, მენდიმ "ლიონში" 18 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროდ ფასდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]