დე იონგის მამას მისი შვილის "ბარსელონაში" გადასვლა სურს
"ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გაფორმებას კვლავ ცდილობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში ტრანსფერის განხორციელება ფეხბურთელის მამასაც სურს. ის იმედოვნებს, რომ მისი შვილი "ბლაუგრანაში" გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს და ადრე ამის შესახებ განაცხადა კიდეც.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ გრანდებიდან ჰოლანდიელის მიმართ ინტერესი პირველმა "ბარსელონამ" გამოიჩინა.
პირველი მოლაპარაკებები აპრილში შედგა და მაშინ "ბარსას" ხელმძღვანელებმა დე იონგს, მამამისსა და მის აგენტს თავიანთი გეგმები გააცნეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]