"ბარსელონას" ანდრეას კრისტენსენის იჯარით აყვანა სურს

"ბარსელონას" ანდრეას კრისტენსენის იჯარით აყვანა სურს

"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით ინტერესდება.

კატალონიელები სამუელ უმტიტის მუხლის პრობლემების გამო ახალი მცველის ძიებაში არიან.

ფრანგი უკანახაზელის მკურნალობაზე გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებენ, მაგრამ კლუბში იმედოვნებენ, რომ ოპერაციის თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ.

როგორც Sport იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "ლურჯებს", კრისტენსენის ნახევარწლიან იჯარაზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთეს.

წყაროს ინფორმაციით, 22 წლის დანიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ "ჩელსის" იჯარის განხილვა არ სურს. კატალონიური კლუბი კი იანვარში სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელებას არ გეგმავს.

ანდრეას კრისტენსენმა ამ სეზონში, ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და შეეცდება კლუბი მის გაშვებაში დაარწმუნოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 15 დეკემბერი 2018 15:41
    1
    არადა კარგი მცველია. იჯარა საუკეთესო ვარიანტია. თუ კარგად ითამაშა ხო კაი გამოვისყიდით, თუ არა და უკან გავუშვრბთ და დე ლიხტზე გადავერთვებით. მარა თუ ეგ არ გაოვა დე ლიხტის მერე ეს საუკეთესო ვარიანტი მგონია ახაგაზრდებს შორის
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 15 დეკემბერი 2018 15:15
    2
    დე ლიგტი