"ბარსელონამ" მალკომის ფასი დაასახელა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მალკომმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელით რამდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება. 21 წლის ფორვარდი "ბლაუგრანას" გასულ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ამ დრომდე სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის. მალკომი ამ სეზონში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მალკომს 58 მილიონ ფუნტად აფასებს. წყაროს ცნობით, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა ის გაუშვას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]