ჩავი: მესიმ და რონალდუმ ფეხბურთის მონოპოლიზება მოახერხეს

ჩავი: მესიმ და რონალდუმ ფეხბურთის მონოპოლიზება მოახერხეს

"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი, Marca-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს, ფრენკი დე ინოგზე, მატიას დე ლიგტზე, გუნდის სათამაშო სტილსა და ლეო მესიზე საუბრობს.

"დე იონგი და დე ლიგტი ძალიან მომწონს. ისინი "ბარსელონასთვის" საკმარისად კარგები არიან. ისინი ბურთს არ კარგავენ, კარგად თამაშობენ და მათ "ბარსას" დნმ აქვთ. ისინი "აიაქსიდან" მოდიან, რაც, ჩვენთვის, ყოველთვის კარგი სკოლაა. ამ ყველაფრის გარდა, ისინი ახალგაზრდებიც არიან.

მესი? მასზე ახალი რა შეიძლება ითქვას. ის უცხოპლანეტელია. მას "ოქროს ბურთს" ყოველ წელს მივცემდი.

შეიცვალა თუ არა "ბარსელონას" თამაშის სტილი? არა. "ბარსას" ბურთი მუდამ სურს. ეს ტატას დროსაც ხდებოდა, როდესაც უტიტულოდ დავრჩით. ლუჩოს უფრო სწრაფი მოქმედება მოსწონდა, გვარდიოლასგან განსხვავებით. ვალვერდე უფრო პრაქტიკულია და 4-4-2 სისტემას იყენებს. მას არტურიც ეხმარება. ის ბურთს არასდროს კარგავს.

"რეალის" მიერ ამდენი ჩემპიონთა ლიგის მოგება მესის ერაში? მესის ერა ჯერ არ დასრულებულა. თუ ამ ერას მთლიანობაში შეხედავ, ის შესანიშნავია. მის გარეშე "ბარსას" 1 ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა, ახლა კი 5 აქვს. მან და რონალდუმ, ბოლო 15 წელიწადში, ფეხბურთის მონოპოლიზება მოახერხეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 დეკემბერი 2018 17:26
    2
    მთავარი პრობლემა ის არის რომ ბართუშას არ აქვს ბარსას დნმ-ი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 დეკემბერი 2018 14:18
    0
    ციტატა: ROUCH
    იცის კაცმა და ძალაა, მთავარია ბართომ შეიგნოს რო დე ლიგტი და დე იონგი მილიარდი პროცენტით საყიდლები არიან

    მეც მანდ ვარ მარა რად გინდა არ შედის ბართუშას თავში. ჯობს ეს ორი იყიდონ და სხვა არავინ არ იყიდონ ა ზაფხულს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 დეკემბერი 2018 14:10
    0
    იცის კაცმა და ძალაა, მთავარია ბართომ შეიგნოს რო დე ლიგტი და დე იონგი მილიარდი პროცენტით საყიდლები არიან