"ლილი" ნიკოლა პეპეს ფასს ასახელებს
ფრანგულმა "ლილმა" გუნდის წამყვანი ფეხბურთელის, კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნის, ნიკოლა პეპეს ფასი დაასახელა.
ნიკოლა პეპე მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და გასაკვირი არაა, რომ ის, სხვადასხვა ევროპულ გრანდთან ერთად, "ბარსელონას" ყურადღებასაც იქცევს. 23 წლის ფრანგმა შემტევმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პეპე დარჩეს. ჩვენმა პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ მისი შენარჩუნება მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა. თუმცა, თუ კარგ შემოთავაზებას მივიღებთ... 80 მილიონი ევრო საკმარისი იქნება." - ციტირებს "ლილის" სპორტული დირექტორის, ლუის კამპოსას სიტყვებს Telefoot.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]