სერჟი რობერტო "ხეტაფესთან" სათამაშოდ მზად იქნება
"ბარსელონას" ესპანელი უნივერსალი სერჟი რობერტო სრულად გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და ის, დიდი ალბათობით, კატალონიური გუნდის მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
"ბარსელონას" ფეხბურთელები, ამჟამად, შვებულებაში არიან. ვარჯიშს ისინი 30 დეკემბერს დაუბრუნდებიან. ამ დღეს შეამოწმებენ ექიმები რობერტოს ჯანმრთელობის მდგომარეობას და Sport-ის ცნობით, მას თამაშის უფლებასაც მისცემენ.
მომდევნო მატჩი "ბარსას" 6 იანვარს, ლა ლიგაში, "ხეტაფესთან" სტუმრად აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]