ვენგერი:"ბარსა სუპერფავორიტია"

ვენგერი:"ბარსა სუპერფავორიტია"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების შესახებ, რომელშიც შესაძლოა, შარშანდელის მსგავსად მისი გუნდი კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში, 1/4 ფინალში "ბარსა" და "არსენალი" შეხვდა ერთმანეთს. პირველი მატჩი "ემირატებზე" ანგარიშით 2:2 დასრულდა. "ბლაუგრანადან" დუბლი იბრას ანგარიშზეა. განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" დაუვიწყარი იყო. მაშინ, როდესაც "ბარსა" 0:1 აგებდა ლეო მესიმ თავი გამოიჩინა და "არსენალის " კარში ოთხი ბურთი გაიტანა. საბოლოოდ მატჩი 4:1 დასრულდა.

"ბარსა დღეს ჩემპიონთა ლიგაზე სუპერფავორიტია" - განაცხადა არსენ ვენგერმა, რომლის გუნდმაც გასულ ოთხშაბათს, ამავე ტურნირზე "პარტიზანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ასევე "არსენალის" თავკაცმა დაამატა: "თუ ჩვენ ”ბარსელონა” შეგხვდება ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ ”ბარსას” შევხვდებით. შარშანაც შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. პირველი მატჩი 2:2 დამთავრდა, ხოლო მეორე მატჩში ჩვენ ვიგებდით 0:1, მაგრამ საბოლოოდ 4:1 დავმარცხდით."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.