როდრიგო კაიო: "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გავიარე, მაგრამ...
ბრაზილიური "სან პაულუს" 25 წლის ცენტრალური მცველი როდრიგო კაიო ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ, მან "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა, საბოლოოდ, არჩევანი "ვალენსიადან" ხეისონ მურილიოს დამატებაზე გააკეთა.
"სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. "ბარსას" 2 ვარიანტი ჰქონდა: მურილიო და მე. საბოლოოდ კატალონიელები ის აირჩიეს.
მე ისიც მაბედნიერებს, რომ "ბარსელონა" ჩემით დაინტერესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კატლაონიური კლუბი მაკვირდება და ჩემი პოტენციალი იცის.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი." - ციტირებს კაიოს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]