Marca-მ ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
მადრიდულმა Marca-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ლიონელ მესიმ დიდი უპირატესობით მოიგო.
ესპანური გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ: "ჩვენმა მკითხველებმა თავიანთი პოზიცია ხმის მიცემით დააფიქსირეს და მესი გამოკვეთილი ლიდერი იყო. მან "ოქროს ბურთის" მფლობელ ლუკა მოდრიჩსა და ანტუან გრიზმანს აჯობა.
2018 წელს მესიმ მოიგო "ოქროს ბუცი", ის იყო კალენდარული წლის საუკეთესო ბომბარდირი, მოიგო ჩემპიონატი და თასი... ის მსოფლიოში უბრალოდ საუკეთესო იყო.
იმედგაცრუება იყო ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" და მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან წაგება, მაგრამ ინდივიდუალურად ლეომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და დაგვიმტკიცა, რომ მის ტახტზე ჯდომა სხვას არავის შეუძლია.
ის ეცდება დომინირება 2019 წელსაც განაგრძოს."
Marca-ს მკითხველთა მიერ შედგენილი ათეული ასე დაკომპლექტდა:
- ლიონელ მესი
- ლუკა მოდრიჩი
- ანტუან გრიზმანი
- კრიშტიანუ რონალდუ
- კილიან მბაპე
- მოჰამედ სალაჰი
- ედენ აზარი
- რაფაელ ვარანი
- ჰარი კეინი
- კევინ დე ბრუინი
საუკეთესო ასეულში "ბარსელონადან" მოხვდნენ: ივან რაკიტიჩი (მე-15 ადგილი), ფილიპე კოუტინიო (38), ჟორდი ალბა (41), ლუის სუარესი (44), სამუელ უმტიტი (52), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (53), სერხიო ბუსკეტსი (63), უსმან დემბელე (66), ჟერარ პიკე (68).
როგორც ხედავთ, ერთადერთი პოზიცია, რომლიდანაც "ბარსას" წარმომადგენელი არ ჰყავს, მარჯვენა მცველია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]