თომას ტუხელი: უსმან დემბელე ცოტათი გიჟია
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობის პერიოდს და უსმან დემბელესთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
"როდესაც უსმანს პირველად ვესაუბრე, მან მითხრა, რომ "ბარსელონაში" თამაში უნდოდა.
დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ძალიან ნიჭიერია. შემეძლო მისთვის მთელი ვარჯიშის განმავლობაში მეცქირა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია.
უსმანი ცოტათი გიჟია. ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტათი გიჟი. მას სიცილი უყვარს, მაგრამ ასევე შეუძლია ძალიან სერიოზულადაც ისაუბროს. მასთან არასდროს მოიწყენ." - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]