MD: დე იონგი "ბარსელონაში" გადასვლას დათანხმდა
ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ჰოლანდიელი კატალონიურ კლუბში გადასვლას დათანხმდა. მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი. "აიაქსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ, დაახლოებით, 75 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დე იონგისთვის ასევე "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]