უნაი ემერი: დენის სუარესის სიტუაციაზე არაფერი ვიცი
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე არავის შეიძენს.
"ჩვენ მოთამაშეების ყიდვა არ შეგვიძლია. ხელმისაწვდომია მხოლოდ იჯარის ვარიანტი. დენის სუარესის სიტუაციაზე არაფერი ვიცი. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მხოლოდ ვინმეს იჯარით აყვანა შეგვიძლია. ვიცი, რომ კლუბი ეძებს მოთამაშეებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ. საუბარი მიდის ძალიან კარგ ფეხბურთელებზე. მაგრამ მე აღარავის შეძენა შემიძლია." - ციტირებს ემერის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]