"ბარსელონაში" მორატასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა
"ბარსელონაში" ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
გავრცელებული ცნობებით, 26 წლის თავდამსხმელი კატალონიურ კლუბს შესთავაზეს. "ბარსელონაში" კი მისი ტრანსფერი ზოგს სურს და ზოგს არა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონაში" მისი თამაშის სტილი და ამჟამინდელი ფორმა არ მოსწონთ, დადებითად კი ასაკი, მაღალი დონე და გამოცდილება სახელდება.
ალვარო მორატა "რეალის" სკოლის აღზრდილია. 2017 წელს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ მან 72 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]