მუნიესა კონტრაქტს ახანგრძლივებს, ნოლიტო ???
კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის, "ბარსა ატლეტიკის" ახლაგზრდა ფეხბურთელმა, მარკ მუნიესამ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც, იგი შემდეგ კვირაში კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ძველი კონტრაქტი მას კლუბთან 2012 წლის ივნისამდე აკავშირებდა, ხოლო ახალი ხელშეკრულების თანახმად, ეს დრო კიდევ ერთი წლით გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ არჩია. მუნიესას აგენტს, დაგეგმილი აქვს უახლოეს დღეებში "ბარსელონაში" ჩასვლა და ახალი ხელშეკრულების ოფიციალურად გამოცხადება.
"ბარსა ბ"-ს 18 ნომერს შეუძლია როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად მოგვევლინოს. მისი დებიუტი პიველი გუნდის შემადგენლობაში 2009 წლის 23 მაისს შედგა, "ოსასუნას" წინააღმდეგ. ამ ფეხბურთელით დაიტერესებულია საკმაოდ ბევრი კლუბი, მათ შორის ორი პრიმერა დივიზიონის-"რასინგი" და "რეალ სარაგოსა".
რაც შეეხება "ბარსა ატლეტიკის" მეორე ფეხბურთელს, 24 წლის ნოლიტოს, მას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ უსაუბრია. თუ მასა და გუნდს შორის შეთანხმება არ შედგა, შესაძლოა იგი "ბემფიკას" რიგებში მოგვევლინოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]