ფრენკი დე იონგმა "ბარსელონასა" და პსჟ-ს შორის არჩევანი გააკეთა
კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამსტერდამის "აიაქსის" უნივერსალმა, "ბარსელონას" ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, ფრენკი დე იონგმა, თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის კატალონიური კლუბი აირჩია, თუმცა, როგორც ცნობილია, ის სეზონის ბოლომდე "აიაქსში" დარჩენას აპირებს.
სიახლე არავისთვისაა, რომ დე იონგისთვის ბრძოლაში კატალონიელების მთავარი კონკურენტები პარიზელები იყვნენ. ბოლოდროინდელი ცნობებით, ახალგაზრდა ჰოლანდიელი პსჟ-ში გადასვლასთან უფრო ახლოს იყო, თუმცა მან საბოლოოდ უპირატესობა "ბარსას" სპორტულ პროექტს მიანიჭა.
ფრენკი დე იონგმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]