ბართომეუ: "დე იონგი დიდი ხნით გახდება "ბარსელონას" საკვანძო ფიგურა"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ, "აიაქსის" უკვე ყოფილი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის დე იონგი, "ბარსელონას" სრულუფლებიანი წევრი მიმდინარე წლის პირველ ივლისს გახდება. ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონი ევრო და + ბონუსებია.
"დე იონგის მოსვლით, ჩვენი სპორტული პროექტი ტალანტით შეივსო. ახალგაზრდა, რომელსაც "ბარსელონას" სტილი აქვს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დე იონგი ძალიან დიდი ხნით გახდება "ბარსელონას" საკვანძო ფიგურა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ფრენკი." - განაცხადა, ბართომეუმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]