„აიაქსი“ „ვილემ II“-ს 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის
"ვილემ II" "აიაქსისგან" ფრენკი დე იონგის სატრანსფერო თანხის 10%-ს მიიღებს.
2015 წლის დეკემბერში, ტილბურგელები და ამსტერდამელები მოვლენათა სწორედ ამგვარ განვითარებაზე შეთანხმდნენ. "ბარსელონასა" და "აიაქსის" 75-მილიონიანი გარიგებიდან "ვილემ II"-ს 7.5-ს ერგება. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ფრენკი ძველ კლუბს მხოლოდ და მხოლოდ 1 ევროს სანაცვლოდ შეელია.
დე იონგი კატალონიურ გრანდს პირველ ივლისს შეუერთდება. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ამსტერდამული გუნდის რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]