“ხეტაფე”-”ბარსელონა” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ
"ხეტაფესთან” 0:2 წაგების შემდეგ "ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეტოქის კართან ძალზე ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა და ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები საერთოდ ვერ წარმოაჩინეს. რაიკაარდმა იქვე დაამატა: "საჭიროა გასვლზე თამაშის დროს რამე შევცვალოთ, რათა ქულები აღარ დავკარგოთ”.
რაიკაარდი თვლის, რომ დაცვამ უფრო საიმედოდ უნდა ითამაშოს. მისი თქმით გასვლით თამაშებში რამდენიმე ფეხბურთელს თავისი ადგილი მოედანზე შეეცვლება. რაკაარდის აზრით პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ გასვლით შეხვედრებში "ბარსა” ვერ ახერხებს თავისი თამაშის თამაშს.
რაიკაარდი გამოტყდა, რომ გასვლითი თამაშების პრობლემა მას ძალზე აღელევებს, რადგან მისი შეგირდები ვერანაირად ვერ ახერხებენ საკუთარი თამაშის პოვნას. "დღევანდელ მატჩში გუნდის საერთო მდგომარეობა და ეპიზოდებში თამაში იყოს იმისგან შორს, რაც ჩვენ გვინდოდა” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
კატალონიური კლუბის თავკაცმა კლუბში არსებული პრობლემა თავის თავზე აიღო. "ამ ხერხმა არ გაამართლა და მე ვიპოვნი სხვას”, თუ რაზე საუბრობდა კონკრეტულად, რაიკაარდს არ უთქვამს, მაგრამ დაამატა: "ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ ყველანი ერთად”.
თამაშის შემდეგ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სატამაშოდ გაემგზავრნენ მესი, მილიტო და "ხეტაფეს” მეკარე აბონდანსიერი, ხოლო რონალდინიო საკუთარი ნაკრების დასახმარებლად გაეშურა.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]