„ბეტისი“ და „ბარსელონა“ ემერსონის სატრანსფერო უფლებებს შეისყიდიან
ABC-სა და Diário de Sevilla-ს ინფორმაციით "ატლეტიკო მინეიროს" განაპირა მცველი, ემერსონი, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ფეხბურთელის უფლებებს "ბეტისი" და "ბარსელონა" ერთად შეისყიდიან.
ემერსონის ესპანური კარიერა "ბეტისში" დაიწყება, რომელიც მისი უფლებების უმეტესი ნაწილის მფლობელი იქნება. ბრაზილიელი მოთამაშის სატრანსფერო თანხას, 10 მილიონ ევროს, კატალონიური კლუბი და კიკე სეტიენის კოლექტივი მრავალჯერადი ტრანზაქციის მეთოდით დაფარავენ.
Globo Esporte გვამცნობს, რომ კლუბები ამჟამად თარიღის საკითხს განიხილავენ. "ატლეტიკო მინეიროს" ტრანსფერის რამდენიმე თვით გადადება სურს, რათა "პონტო პრეტესთვის", ემერსონის ყოფილი გუნდისთვის, 12%-ის გადახდა საჭირო არ გახდეს.
20 წლის განაპირა მცველით ადრე დონეცკის "შახტარიც" იყო დაინტერესებული. 2018 წლის შემოდგომის შემდეგ ემერსონმა ბრაზილიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]