"ჟირონასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ჟირონასთან" ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
19-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები - დემბელე, რაფინია და უმტიტი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ჟირონაში სამპერი და მურილიო არ ითამაშებენ. შეხვედრის დაწყებამდე განაცხადს კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდება.
"ჟირონასთან" მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, სილესენი, მალკომი, ლანგლე, ალბა, ბოატენგი, ს. რობერტო, ალენია, ვიდალი, ვერმალენი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]