"ბარსელონამ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

"ბარსელონამ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

"სან პაულოს" და "ბარსელონას" შორის შემდგარი შეთანხმებით, კატალონიურმა კლუბმა 19 წლის ფორვარდი, გაბრიელ ნოვაესი დაიმატა. ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. 

ნოვაესი "ბარსა ბ"-ში 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს, ამის შემდეგ კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. 

Globoesporte-ზე დაყრდნობით Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი უკვე ესპანეთში იმყოფება. მისი შეძენა "სევილიასაც" სურდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 იანვარი 2019 02:38
    0
    კარგია გასაძლიერებელია მეორე გუნდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 31 იანვარი 2019 02:29
    0
    barsa b shi wava albat
    DE JONG
    სტუმარი [?]
    #1 31 იანვარი 2019 02:25
    2
    sevilas amis mere agaraferi endomeba rasac barca tvals daaadgams <3 6:1