10 წელი ლა ლიგაში გატანილი მე-5000 გოლიდან

10 წელი ლა ლიგაში გატანილი მე-5000 გოლიდან

პირველი თებერვალი "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ვნახოთ, რა მოვლენები უკავშირდება აღნიშნულ თარიღს.

  • ზუსტად 10 წლის წინ, "რასინგთან" მატჩში, ცვლილებაზე შემოსულმა ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა და "ბარსელონას" გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (2:1). არგენტინელის მეორე გოლი კატალონიური კლუბისთვის შიდა ჩემპიონატში მე-5000 აღმოჩნდა.
  • ზუსტად 23 წლის წინ, სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე "ნუმანსიამ" სენსაციურად მიაღწია კოპა დელ რეის მეოთხედფინალამდე. "ბარსელონასთან" გამართული საშინაო მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა პირველივე წუთზე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მორენოს დუბლით გაბათილდა. საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, "წითლებმა" შეხვედრა გადაარჩინეს. "კამპ ნოუზე" გამართული საპასუხო მატჩი 3:1 დასრულდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გამარჯვებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 თებერვალი 2019 12:07
    1
    ვაა მაგარი გაგვჭირვებია ნუმანსიასთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued