კოუტინიომ „ბარსელონადან“ წასვლა არ გამორიცხა
"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ "სევილიასთან" გამართული საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ (6:1) კატალონიური კლუბის დატოვება არ გამორიცხა.
"არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში. ახლა მხოლოდ შეუჩერებელი შრომით ვარ დაინტერესებული."-ციტირებს "ბლაუგრანას" "შვიდიანის" სიტყვებს beIN Sports.
ახლო წარსულში მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას კოუტინიოს მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ. ჭორების თანახმად, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მზადაა ფილიბე 157 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
კოუტინიო "ბარსელონას" 2018 წლის იანვარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]