AS: "რეალის" ფეხბურთელებს "ბარსელონასთან" 1/2 ფინალში შეხვედრა სურდათ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს კოპა დელ რეის 1/2 ფინალურ ეტაპზე მეტოქეთ კატალონიის "ბარსელონა" სურდათ, იტყობინება მადრიდული გამოცემა AS.
"ბლანკოსის" ფეხბურთელები წილისყრით ბედნიიერები არიან, ვინაიდან სოლარის შეგირდებს სჯერათ, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში "ბარსელონას" დამარცხების უფრო მეტი შანსი ექნებათ, ვიდრე - ფინალში.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "რეალს" უმასპიძლებს, საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 27 თებერვალს შედგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]