მესის მაჩვენებელი ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესოა
"ბარსელონას" ფორვარდმა, ლიონელ მესიმ "ვალენსიას" კარი ბრწყინვალე შორეული დარტყმით აიღო. არგენტინელის დუბლის წყალობით ერნესტო ვალვერდესა და მარსელინო ტორალის კოლექტივთა დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
"ბლაუგრანას" ათიანმა საჯარიმოს გარედან მეტოქის დამწუხრება მიმდინარე სეზონში 6-ჯერ მოახერხა, რაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლა ლიგაში მესის მხოლოდ "სევილიას" კარში აქვს იმაზე მეტი გოლი გატანილი (25), ვიდრე "ვალენსიას" (24).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]