ტოშაკი: თითქმის 70 წლის ვარ, მაგრამ მესის მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს
მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი აღიარებს, რომ "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანებულია.
"მე თითქმის 70 წლის ვარ. მინახავს ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ ისეთი, როგორიც მესია, არასდროს მინახავს. მოთამაშეები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ ის ყოველთვის "ბარსელონაში" რჩება. როდესაც მესის თამაშს უყურებ, გაღიმება გინდება. მე აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ მისით და ამიტომაც მის შეცდომებს ვერ ვამჩნევ. ვხედავ ყველაფერს, რასაც მესი აკეთებს და ვერაფერს, რაც არ მომწონს. როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთაც." - ციტირებს ტოშაკის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]