France Football-მა მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბების რეიტინგი შეადგინა
ფრანგულმა გაზეთმა, France Football-მა მსოფლიოს 30 ყველაზე დიდი კლუბის რეიტინგი შეადგინა.
პირველ ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებს, მეორე ადგილზეა "ბარსელონა", ხოლო მესამე პოზიციაზე - "მანჩესტერ იუნაიტედი".
გამოკვლევის დროს კლუბები ისეთი მაჩვენებლებით შეადარეს, როგორებიცაა შემადგენლობის საერთო ღირებულება, მოგებული კონტინენტალური ტურნირების რაოდენობა, გუნდის მოთამაშეთა რიცხვი, რომლებიც "ოქროს ბურთის" მფლობელები გახდნენ, რეკორდული ტრანსფერის თანხა, გაყიდული მაისურების რაოდენობა, მატჩებზე საშუალო დასწრება და სოციალურ ქსელებში გამომწერთა რაოდენობა. ყველაფერი 10-ზე მეტი კრიტერიუმით შეფასდა.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]