აარონ რემზიმ "იუვენტუსში" გადასვლამდე "ბარსელონას" უარი უთხრა
"არსენალის" ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ, ვიდრე ის "იუვენტუსში" სამომავლო ტრანსფერს დათანხმდებოდა, "ბარსელონასა" და რიგ ევროპულ გრანდებს უარი უთხრა. ამის შესახებ BBC Sport-ის რეპორტიორმა, დევიდ ორნშტეინმა განაცხადა.
"რეალმა", "ინტერმა" და პსჟ-მ ასევე ძალიან კარგი შეთავაზებები გააკეთეს, "ბაიერნი" და "ბარსელონა" მასთან ასევე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, "იუვენტუსმა", რომელიც საფეხბურთო თვალსაზრისით ყოველთვის მისი სასურველი არჩევანი იყო, ფინანსური კუთხით თავისი კოზირები ასევე გამოიყენა." - თქვა ორნშტეინმა.
უელსელი ფეხბურთელი ტურინული კლუბის მოთამაშე 2019 წლის 1 ივლისს გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]