სილესენმა ვარჯიში დაიწყო
მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კარის დარაჯი, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. ვარჯიშზე მიღებული დაზიანება მისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ჰოლანდიელმა "ელ კლასიკოც" გამოტოვა.
თუმცა დღევანდელ სესიაზე სილესენის გამოჩენა სასიამოვნო სიურპრიზი იყო და კატალონიური კლუბის გოლკიპერმა ინდივიდუალურად ივარჯიშა.
იასპერმა ტრავმა პირველ თებერვალს მიიღო და გუნდს 6 კვირით გამოაკლდა. როგორც ჩანს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს.
ამჟამად ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია, გარდა რაფინიასა და სილესენის და გუნდი "ვალიადოლიდთან" მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვარჯიშზე მთავარ გუნდთან ერთად ინიაკი პენიამ, რიკი პუჩმა და კარლეს პერესმაც ივარჯიშეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]