ბართომეუ: ნეიმარის დაბრუნება შეუძლებელია

ბართომეუ: ნეიმარის დაბრუნება შეუძლებელია

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, Radio Kanal Barcelona-სთან ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"ნეიმართან ვისაუბრე, ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ მის გარემოცვას არასდროს უთქვამს, რომ მას დაბრუნება უნდა. ამის შესახებ არავის დაურეკია. ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი აქვს. ის იქ მეორე სეზონს ატარებს და რთული წარმოსადგენია, რომ კლუბს მისი გაყიდვა სურდეს. ბრაზილიელის დაბრუნება არც ჩვენ გვინდა.

კონტრაქტში გამოსასყიდ თანხის შესახებ პუნქტი ჩვენთვის არახელსაყრელია. ევროპულ კლუბებს შეუძლიათ ამ უპირატესობით ისარგებლონ. საფრანგეთში ასე არაა, რადგან მისი დაბრუნება შეუძლებელია.

ჩვენ დემბელესთან და კოუტინიოსთან ერთად სხვა გზა ავირჩიეთ. წინსვლა მათთან ერთად უნდა განვაგრძოთ. ამ ორ ფეხბურთელში კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციებია ჩადებული. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 თებერვალი 2019 02:09
    15
    იეს ოფ ქორს ბართუშ ეგ მოღალატე ვერასოდეს დაბრუნდება ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued