"ლიონი" "ბარსელონას" დანაკლისით შეხვდება
"ლიონი" "ბარსელონას" საკმაოდ სერიოზული დანაკლისით შეხვდება.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში კატალონიელების მეტოქეს ერთ-ერთი ლიდერი, ნაბილ ფეკირი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგულ კლუბს კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდება.
ტანგი ნდომბელემ კოჭის პრობლემის გამო "ლიონის" ბოლო თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო, ჯეისონ დენაიერი კი "გენგამთან" შესაცვლელი გახდა. სავარაუდოდ, სამშაბათამდე გამოჯანმრთელებას ვერცერთი მათგანი ვერ მოასწრებს.
"გენგამთან" შეხვედრა დაზიანებით კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, მარსელომ დაამთავრა, მაგრამ Sport-ის ინფორმაციით, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]