”ბარსელონას” ახალი ფორმა
კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ კლუბის ახალი ფორმების თემას. როგორც გუშინ გამოქვეყნებული სტატიიდან გაიგეთ, ”ბარსელონა” ნებართვას ელის ”უეფას” მმართველი ორგანოების მხრიდან, რომ მათ ახალი ფორმებით, ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ. თუმცა, ჯერ ისევ განხილვის საგანია, თუ როგორი იქნება ფორმის ახალი ვარიანტი.
როგორც მოგეხსენებათ, ”Sport.es”-მა გუშინ განაცხადა, რომ ”ბარსელონამ” ნებართვა უკვე მიიღო, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგიდან, ახალ ფორმებზე. იგივე გამოცემა აცხადებს, რომ კლუბს არ შეექმნება ბარიერი ”უეფას” მხრიდანაც.
”უეფას” რეგულაციის მიხედვით, მხოლოდ ერთი სპონსორის სახელი შეიძლება იქნას დატანებული მაისურზე. თუმცა, როგორც ამბობენ, ”ბარსელონას” მწვანე შუქი აქვს ანთებული ”უეფას” პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მხრიდან, რომ მათ მაისურზე განათავსონ როგორც ”ყატარის ფონდის”, ასევე UNICEF-ის სახელები და ლოგოები.
ამბობენ, პლატინი, რომელიც აბუ დაბიში მსოფლიო კლუბების თასების გათამაშებას ესწრება, შეხვდა ”ბარსელონას” წარმომადგენლებს.
მოგეხსენებათ, UNICEF არ არის ”ბარსელონას” სპონსორი, არამედ პირიქით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ”ბარსელონა” ასპონსორებს მათ, ყოველწლიურად 1,5 მილიონი ევროთი. მათ შორის არსებული შეთანხმება, მომავალი წლის ბოლოს, ძალას დაკარგავს.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის ახალ ფორმასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, ამბობენ, რომ მაისურის წინა მხარეს განთავსდება ”ყატარის ფონდის” საფირმო ნიშანი, ხოლო UNICEF-ის დასახელება და ლოგო განთავსდება მაისურის უკანა მხარეს, სანომრე ნიშნის ქვეშ. ძირითად დავის საგნად რჩება, მაისურზე განათავსონ ”ყატარის ფონდის” ლოგო (ხე), თუ მის გარეშე გავიდნენ ფონს.
საბოლოო ვერდიქტი რამდენიმე კვირაში იქნება გამოტანილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]