"ბარსელონას" ისტორიული რეკორდი - ზედიზედ მეექვსედ თასის ფინალში
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გამართულ "ელ კლასიკოში", ორმატჩიან დუელში გამარჯვებული - კატალონიის "ბარსელონა" გახდა და თასის ფინალის საგზური მოიპოვა.
"კამპ ნოუზე" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და "ბარსელონამ" გამანადგურებელი ანგარიშით შესძლო "რეალის" დამარცხება (0:3).
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა, "ბლაუგრანა" სამეფო თასის ფინალში ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს, კატალონიელებმა ყველა შემთხვევაში გაიმარჯვეს გარდა 2014 წლისა, სადაც სწორედ "რეალთან" დამარცხდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]