თასის ფინალში "ბარსელონას" მეტოქე ცნობილია
ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის თასის 1/2-ფინალის ბოლო შეხვედრა, რომელმაც ფინალურ მატჩში "ბარსელონას" მეტოქე გამოავლინა.
"ვალენსიასა" და "ბეტისის" დაპირისპირება მასპინძელმა გუნდმა 1:0 მოიგო, რომელმაც 2 მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვა.
ამრიგად, 25 მაისს, "ბეტისის" საშინაო არენაზე, "ბენიტო ვილიამარინზე", ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" შეხვდებიან. მატჩის ფორმალური მასპინძელი კატალონიური კლუბია.
ეს გუნდები სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს მეოთხედ შეხვდებიან. წინა 3 დაპირისპირებიდან 2 "ბარსამ" მოიგო და ორივე დამატებულ ტაიმებში გატანილი გოლებით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]