დე იონგი: "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგიდან "რეალის" გამოგდება მთხოვა
ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, რომელიც სეზონის დასრულებამდე დარჩენილ დროს ამსტერდამის "აიაქსში" გაატარებს, აცხადებს, რომ მისი მომავალი კლუბის, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა მას ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაში თხოვეს.
"როცა კონტრაქტი შევათანხმეთ, "ბარსელონამ" ლიგიდან "რეალის" გამოგდება მთხოვა.
შეიძლება, ხალხი ამას არ ელის, მაგრამ თუ გუნდი შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სიურპრიზის გაკეთებას შევძლებთ. თუ "რეალს" დავამარცხებთ, "აიაქსის" სახელი რუკაზე ისევ დაბრუნდება.
1995 წელს "აიაქსმა" აქ 2-0 გაიმარჯვა. შეიძლება, ეს ისევ განმეორდეს და იმედი მაქვს, ასე მოხდება". - ამბობს დე იონგი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]