სერჟი სამპერი: იაპონიაში გადასვლა ინიესტას გამო გადავწყვიტე
სერჟი სამპერმა, რომელიც ძირითადი გუნდის წევრი იყო, მაგრამ ტრავმების გამო თამაშის შანსი არ ეძლეოდა, ახლახანს "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა. ის კარიერას "ვისელ კობეში" განაგრძობს, სადაც კატალონიური კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია თამაშობენ.
"რა თქმა უნდა, ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, 24 წლის ასაკში კარიერის იაპონიაში გაგრძელება ნამდვილად არ იყო ის, რასაც ვაპირებდი. თუმცა, დავინახე, რა არის ამ პროექტის მიღმა. ვხედავ, რომ აქ ისევ შეიძლება, დაფასება და სიყვარული ვიგრძნო.
ანდრესის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. მან ბევრჯერ დამირეკა და მითხრა, რომ იაპონია განვითარებისთვის კარგი ადგილი იყო.
ტრავმების გამო, კარიერაში არ გამიმართლა. ვერასდროს იტყვი, რა მოხდებოდა, ეს რომ არ ყოფილიყო. მჯერა, ამას ხელი რომ არ შეეშალა, უკეთესო მდგომარეობაში ვიქნებოდი, მაგრამ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]