სკალონი: წინა მატჩებში მესის დასვენების გადაწყვეტილება მე მივიღე

სკალონი: წინა მატჩებში მესის დასვენების გადაწყვეტილება მე მივიღე

დიდი პაუზის შემდეგ, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებში "ბარსას" კაპიტნის დასვენება მისი გადაწყვეტილება იყო. 

"გადაწყვეტილება, რომ მესის მუნდიალის შემდეგ პირველ თამაშებში მონაწილეობა არ მიეღო, მე მივიღე. ახლა კი, ის აქ იქნება. 

ლეო დაბრუნდა, ჩვენ კი უნდა განვსაზღვროთ, რა აჯობებს - მან ერთხელ ითამაშოს თუ ორჯერ. ეს იმიტომ, რომ მესი სათამაშო დროით ისედაც საკმაოდ გადატვირთულია. გუნდში იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან კარგ ფორმაში ჩამოვა". - ციტირებს სკალონის სიტყვებს Marca. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ludovic Sylvestre
    სტუმარი [?]
    #3 9 მარტი 2019 11:45
    1
    ციტატა: LM10RG10
    რამდენი არგენტინელია უმაღლესი დონის მწვრთნელი და სულ სირები რატო ყავთ ნაკრებში🙁

    არაფრისმომცემ თამაშებში თამაში რა საჭიროა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 მარტი 2019 16:17
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    მაროკოსთან ათამაშე ერთი ტაიმი და ეგაა არაა საჭირო ამხანაგურ იგრებში მოიკლას თავი

    ერთი ტაიმი არ ეყოფა, მინიმუმ 60 წუთი უნდა ითამაშოს რო კერძო ჰონორარი მისცენ, თავის მხრივ არგენტინამაც წაუყენა პირობები მასპინძლებს, მესისთან არ უნდა იუხეშონ ძალიან, და მაისურებზე და სელფებზე არ უნდა შეაწუხონ, და არც ის სასტუმრო უნდა იცოდნენ გულშემატკივრებმა სადაც არგენტინა დაბინავდება, ასეთი პირობებია საჩვენებელ მატჩისთვის რომელიც ძირითადად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის არის დანიშნული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მარტი 2019 12:41
    3
    მაროკოსთან ათამაშე ერთი ტაიმი და ეგაა არაა საჭირო ამხანაგურ იგრებში მოიკლას თავი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued