ლუის ენრიკე: "ბარსელონაში", პირველ სეზონში მესისთან პრობლემები მქონდა"
"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ერთ-ერთ ინტერვიუში კატალონიურ კლუბში თავისი პირველი სეზონი გაიხსენა. ესპანელმა განაცხადა, რომ მას ლიონელ მესისთან უთანხმოება ჰქონდა.
"სანამ მესისთან ყველაფერი არ დავალაგე, დიდ ზეწოლას ვღებულობდი. მე ამ პრობლემებს არ ვეძებდი, თუმცა თავისით ჩნდებოდა და ამის შესაჩერებლად სწრაფი რეაგირება იყო საჭირო, ახლა კი მესიზე შემიძლია ვთქვა, რომ მან თავისი შესაძლებლობებით ძალიან გამაოცა." - განაცხადა, ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე "ბარსელონას" 2014-2017 წლებში წვრთნიდა, ამჯერად ასტურიელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლავთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]