მატიას დე ლიხტი "ლივერპულში" გადასვლას არ გამორიცხავს
ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის კაპიტანი, "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე, მატიას დე ლიხტი კარიერის ინგლისურ "ლივერპულში" გაგრძელებას არ გამორიცხავს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი "ლივერპულში" ტრანსფერი შედგეს, ახალგაზრდა ვარსკვლავი ასე პასუხობს: "ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. "ლივერპული" შესანიშნავი გუნდია, რომელშიც ვან დეიკი თამაშობს. ნაკრებში თამაშების დროს მისგან ბევრს ვსწავლობ.
თუმცა, ამ ეტაპზე, სრულად "აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში."
ცნობილია, რომ "ბარსელონასა" და "ლივერპულის" გარდა, დე ლიხტის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსიც" იჩენენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]