ერნესტო ვალვერდე დემბელეს ტრავმამ გააღიზიანა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გუნდის ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრავმამ ძალიან გააღიზიანა. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.
დემბელემ "რაიოსთან" მატჩში ტრავმა იმ ეპიზოდში მიიღო, როდესაც 21 წლის თავდამსხმელი უკვე დაკარგული ბურთის დაბრუნებას ცდილობდა.
მადრიდული წყაროს ცნობით, ვალვერდე დემბელეს დაზიანებამ ძალიან გააბრაზა, რადგან ფეხბურთელმა ტრავმა გასულ სეზონშიც მსგავს სიტუაციაში მიიღო. 55 წლის სპეციალისტის აზრით, გამოცდილი მოთამაშე ასეთ დაზიანებას თავიდან აიცილებდა.
უსმან დემბელეს ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლიონთან" ხვალ გასამართი განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება ემუქრება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]