ჟოაუ ფელიში: "ბარსელონა" და "რეალი" მსოფლიოში საუკეთესოები არიან
"ბენფიკას" 19 წლის პორტუგალიელი შემტევი ჟოაუ ფელიში, რომელსაც "ბარსელონასა" და "რეალს" უკავშირებენ, თავის მომავალზე კომენტარს აკეთებს.
"მზად ვარ თუ არა დიდ კლუბში სათამაშოდ? ამჟამად მხოლოდ "ბენფიკაზე" ვფიქრობ. სეზონი სრულდება, ტიტულებისთვის ვიბრძვით. ახლა ყირადღების სხვა რამეზე გადატანა არ შემიძლია.
რაც შეეხება მსოფლიოს წამყვანი კლუბების ინტერესს, ყოველთვის ვოცნებობდი საუკეთესო გუნდებში თამაშსა და ტურნირებზე მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, "ბენფიკაში" ბედნიერი ვარ, რომელიც წამყვან კლუბებშიც შედის.
"ბარსელონა" და "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არიან. თუმცა, "ბენფიკაში" თამაში მომწონს." - ციტირებს ჟოაუ ფელიშის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]